კაპაროსი: "ჩვენ შევეცდებით, რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე"

კაპაროსი: "ჩვენ შევეცდებით, რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე"
"მალიორკას" მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

"მალიორკას" მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა დღეს განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან იყო. როდესაც მას კითხეს, თუ როგორ უნდა დაამარცხოს მან ჟოზე მოურინიოს გუნდი, უპასუხა: "ჩვენ შევეცდებით ვითამაშოთ მაღალ დონეზე, რაც წარმატებას მოგვიტანს.

"ჩვენ ვეცდებით ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომენტები, რომლებსაც შევქმნით. რათქმაუნდა ფეხბურთში იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა მადრიდის "რეალს" ეთამაშები".-განაცხადა კაპაროსმა პრესკონფერენციაზე.

"მადრიდული გრანდის ფეხბურთელები გამარჯვებაზე მშივრები არიან. ის არის ძალიან დაბალანსებული კლუბი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ეს არის ფიზიკურად ძლიერი კლუბი, თამაშის უამრავი პარამეტრებით".

კაპაროსმა ასევე ისაუბრა სერხიო რამოსზე: "ესპანელი არის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი. ის არის ძალიან კარგ ფორმაში და ითვლება დაცვითი ხაზის ლიდერათ. მას შეუძლია 10 მატჩი ზედიზედ დაუღლელად ითამაშოს. როდესაც იცი, რომ უკან გიდგას რამოსი, გოლის არ უნდა გეშინოდეს".-დაასრულა კაპაროსმა.


ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი - Avtoshka

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 14-01-2012 01:50, კომენტარი: 2889, სიახლე: 56  
Friend
ვა, სხვანაირად ჭიკჭიკებს და რამე ხო არ მოწია?


--------------------

ავტორი: Cristo, თარიღი: 14-01-2012 01:54, კომენტარი: 120, სიახლე: 0  
User
კაი კაცია ეგ რო თქვა


--------------------

ავტორი: nika-ramos, თარიღი: 14-01-2012 03:03, კომენტარი: 557, სიახლე: 0  
User
კაპაროსმა ასევე ისაუბრა სერხიო რამოსზე: "ესპანელი არის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი. ის არის ძალიან კარგ ფორმაში და ითვლება დაცვითი ხაზის ლიდერათ. მას შეუძლია 10 მატჩი ზედიზედ დაუღლელად ითამაშოს. როდესაც იცი, რომ უკან გიდგას რამოსი, გოლის არ უნდა გეშინოდეს".-დაასრულა კაპაროსმა.
გენაცვალე მართალი კაცია

ავტორი: R.K.8, თარიღი: 14-01-2012 15:13, კომენტარი: 995, სიახლე: 0  
User
LuckY Madridista,
პახმელიაზეა და buhehe

ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 14-01-2012 16:57, კომენტარი: 937, სიახლე: 0  
User
კაპაროსი: "ჩვენ შევეცდებით, რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე"

ძაანაც ნუ შეწუხდებით

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
მოგეწონათ გუნდის თამაში "ცსკა"–სთან?
კი
არა

რეკლამა
მთვლელები
alt navige navige liveflashscore.com Blogerebi.com
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი